საზოგადოება და სოციალური საწარმო
თემი არის სოფელ გრემში (კახეთი) არსებული საზოგადოება და სოციალური საწარმო. თემმა, როგორც ორგანიზაციამ აქტივობები 1989 წელს დაიწყო და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. დღესდღეობით აქ სხვადსხვა გამოცდილების და შესაძლებლობების 70-მდე ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს. თემი მიზნად ისახავს უზრუნველყოს მისი წევრები ცხოვრების საუკეთესო საშუალებებით და ზრუნვით და განავითაროს მისი სამეწარმეო საქმიანობა ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევად.
ინკლუზიური, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკურად მდგრადი საზოგადოება, სადაც ადამიანები თანაცხოვრობენ და ერთად მუშაობენ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, წამახალისებელ და უსაფრთხო გარემოში ავითარებენ ინოვაციურ მიდგომებს, ინდივიდუალურ და კოლექტიურ პოტენციალს. თემის ხედვა
ცხოვრება თემში ადამიანების თანასწორობის რწმენაზეა დაფუძნებული, რომ თითოეულს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა და რომ თითოეულს აქვს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების უფლება.